ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენის აეროპორტში, ახალი Airbus A320  ტიპის საჰაერო ხომალდის დამატებით, ავსტრიულ ბაზას ხსნის.

თანამედროვე თვითმფრინავით აღჭურვა უახლოეს პერსპექტივაში ხელს შეუწყობს 14 და 15 ივნისს ხუთი სხვადასხვა პოპულარული რეისის ამოქმედებას ვენიდან ვალენსიას, რომის, მალტას, ბარისა და თელ-ავივის მიმართულებით.

მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად, Wizz Air-ი ვენის რეისების მგზავრთათვის სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურებს საშუალება აქვთ, რომ 14 ივნისის ღამის 12 საათამდე, ვენიდან თუ ვენის მიმართულებით დაგეგმილ 30 სხვადასხვა მარშრუტზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ავიამიმოსვლას ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით Wizz Air-ი 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს. აღნიშნული სიახლე ქართველ მოგზაურებს ევროპის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის აღმოჩენისა და დათვალიერების შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, თანაც სულ რაღაც 79.99 ლარად/ 29,99 ევროდან.

ავსტრიის დედაქალაქი იდეალური ადგილია მოგზაურთათვის, რომელთაც ბაროკოს ქუჩებისა თუ იმპერიული სასახლეების აღმოჩენა სურთ. ვენის მხატვრული და მუსიკალური შედევრების პარალელურად, ყავის კულტურისა და შთამბეჭდავი პეიზაჟების გარემო ქალაქის დამთვალიერებლებს დასვენების, გართობისა თუ თავისუფალი დროის გატარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდი დაამატა. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი  დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის დასაქმების საშუალებას იძლევა.

საქართველოსა და ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  საქართველოს მასშტაბით Wizz Air-ის  მომხმარებელთა რიცხვი 51%-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერაციები მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას. ამას ადასტურებს ბოლო ათწლეულის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ხელი შეუწყო საქართველოს საავიაციო და ტურისტულ სექტორებში დასაქმების ზრდას და 2017 წელს 230-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.