ბორჯომი სამუზეუმო ქალაქი გახდება. პროექტი „ბორჯომი – სამუზეუმო ქალაქი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ეკუთვნის და ის ბორჯომში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული 5 უნიკალური ისტორიული შენობის რეაბილიტაციას, ერთი საიტი-ატრაქციის შექმნასა და ერთიან სამუზეუმო კონცეფციაში მოქცევას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციას დაექვემდებარება ბორჯომის 5 მუზეუმი:

• ახალი კავალერიის კორპუსში – გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი;
• რომანოვების ყოფილ კანცელარიაში – ბორჯომის მხარის ისტორიის მუზეუმი;
• მოლდენჰაუერის ჰიდროელექტროსადგურის შენობაში – ინდუსტრიული მემკვიდრეობის მუზეუმი;
• ბორჯომის მინერალური წყლის ქარხანაში – ბორჯომის მინერალური წყლის ისტორიის მუზეუმი;
• ლიკანის სასახლეში – სასახლე-მუზეუმი და მრავალფუნქციური კომპლექსი;

პირველი ორთქმავლისა და ცემი-ბაკურიანის ეიფელის სარკინიგზო ხიდის გამოყენებით მოეწყობა საიტი ღია ცის ქვეშ “პირველი რკინიგზა”.