უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი რუსეთის ქალაქების მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
“გვსურს გაცნობოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air აუქმებს ყველა ფრენას რუსეთის მინართულებით (სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი).
იმ სანქციების პაკეტის გაგვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში.
მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532.
ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მუდმივად რჩება ჩვენს ნომერ პირველ პრიორიტეტად”, აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.