რუსულმა ძალებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya („ოცნება“) გაანადგურეს.

“რუსეთმა შესაძლოა, გაანადგურა ჩვენი Mriya, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს სოციალურ ქსელში  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

AN-225-ის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით  მსოფლიოში მხოლოდ ერთი AN-225 არსებობდა და ის უკრაინული ავიაკომპანია და თავისივე მწარმოებელის Antonov Airlines-ის კუთვნილება იყო.