უკრაინაში საქართველოდან 1 მლნ ლარის ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ვინაიდან უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია, საქართველოში ტვირთის ტრანსპორტირება ვარშავაში მოხდება და ამის შემდეგ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით უკრაინის ტერიტორიაზე შევა.

საჰაერო გადამზიდავი ავიაკომპანიის ვინაობა ამ დროისათვის არ კონკრეტდება, თუმცა ​AviaNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ თბილისი-ვარშავის რეისს ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky განახორციელებს. აღნიშნული ინფორმაცია ​AviaNews-ს ავიაკომპანიაშიც დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ტვირთზე უკრაინის ელჩს ინფორმაცია გუშინ  საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიაწოდეს. ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორები შედის.
საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.