პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-ზე მეტ უკრაინის მოქალაქეს.

უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

“ხალხი ისე თბილად გვექცევა საქართველოში, უბრალოდ ქუჩაში მოდიოდნენ უცნობი ქართველები და გვეკითხებოდნენ რაიმე დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. საქართველოს მთავრობამ გვიპოვა საცხოვრებელიც, რამდენიმე ვარიანტიც შემოგვთავაზეს, არჩევანის საშუალებაც გვქონდა და თბილისში დაბინავება გადავწყვიტეთ.
ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თქვენი დახმარებით უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს.” – აცხადებს უკრაინელი ტურისტუ დარია პალტოვსკა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი.