ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გამო, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air, 14 დღის განმავლობაში, ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მგზავრები, რომლებსაც ფრენები სწორედ ამ პერიოდში ჰქონდათ დაჯავშნილი, დეტალურ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ ინდივიდუალურად მიიღებენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან ოპერირებს და ამჟამად ფრენებს 12 ქვეყნის მიმართულებით ანხორციელებს. 2022 წლის 1 აგვისტოდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ ავიახომალდს განათავსებს და პირდაპირ, რეგულარულ ავიამიმოსვლებს პარიზისა და ტალინის მიმართულებითაც განახორციელებს.