აუქციონზე გამოტანილია Airbus-ის სამი ვერტმფრენი, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის ავიახაზების – AZAL-ის ბალანსზე ირიცხება. აქუციონი 1-ელ სექტემბერსაა ჩანიშნული.

როგორც ABC.AZ-ს სახელმწიფო ქონების სამსახურში განუცხადეს, ორი EC-155B1 შვეულმფრენი არის 2005 წელს გამოშვებული და ერთი EC-135P2 კი 2009 წელს.

სამივე ვერტმფრენის საწყისი ფასი 1,8 მილიონი მანეთია.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებს (რომლებმაც გადაიხადეს ბე, ქონების საწყისი ფასის 10%-ი)  შესაძლებლობა ეძლევათ წინასწარ გაეცნონ გასაყიდად გამოტანილ ქონებას.