ავიამწარმოებელი კომპანია Airbus აპირებს, რომ მიმდინარე წელს შემკვეთებს 700 კომერციული დანიშნულების თვიმფრინავი მაიწოდოს. ამის შესახებ საუბარია კომუნიკეში, რომელიც კომპანიის საიტზე გავრცელდა.

როგორც Agence France-Presse წერს, ეს 20 თვითმფრინავით ნაკლებია ადრე ნავარაუდევზე. როგორც ჩანს, კომპანიაში წლის გეგმებს გადახედეს, მაკომპლექტებლების მოწოდებაში არსებული ხარვეზების გამო.

„მიწოდების ჯაჭვში არსებული სიტუაცია გვაიძულებს დავაკორექტიროთ A320-ის ზრდა 2022 და 2023 წლებში. ახლა ჩვენი გეგმაა, თვიურად 65 თვითმფრინავის მიწოდება 2024 წლის დასაწყისამდე“, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც განცახდებაში ვკითხულობთ, 2022 წლის პირველ ნახევარში Airbus-მა კლიენტებს 297 თვითმფრინავი მიაწოდა. ამდენივე მიაწოდა მან გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც.

წყარო: BPN