Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, თავის 28-ე ბაზას ლარნაკაში აანონსებს.
2020 წლის ივლისისთვის ავიაკომპანია ორი A320 ავიახომალდით იქნება წარმოდგენილი ლარნაკას აეროპორტში. ახალ ბაზასთან ერთად, Wizz Air-ი 10 ახალ მიმართულებას, 6 ქვეყნის მასშტაბით, შესთავაზებს მგზავრებს, რომელიც ლარნაკადან 2020 წლის ივლისიდან განხორციელდება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე ან/და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ბილეთების ფასები 24.99 ევროდან იწყება.
Wizz Air-ის პირველი ისტორია, კვიპროსთან მიმართებაში, 2010 წლის დეკემბრიდან იწყება, როცა ავიაკომპანიის პირველი ავიახომალდი დაეშვა ქვეყნის ტერიტორიაზე. 2019 წლის მონაცემებით კომპანიამ 800 000 მგზავრი გადაიყვანა კვიპრისის და პირიქით – მიმართულებით. სწორედ მგზავრების ეს რაოდენობა გახლავთ ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ დაიდებს Wizz Air-ის 28-ე ბაზა ლარნაკაში ბინას.
ლარნაკაში ახალი ბაზის შექმნა ავიაკომპანიაში პირდაპირ დაასაქმებს 100 ადამიანს, ხოლო მომიჯნავე და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს მისცემს შესაძლებლობას, დამატებითი შეკვეთები მიიღონ და შესაბამისად, შექმნან კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი.
2 Airbus A320 ავიახომალდი ლარნაკადან ფრენებს 10 ახალი მიმართულებით განახორციელებს: ათენი, ტესალონიკი, კოპენჰაგენი, ბილუნდის, დორტმუნდის, მემინგენის, ბადენის, სუსავის, ტურკუს და ვროცლავი. 2020 წლისთვის ლარნაკას მიმართულებით და პირიქით დაახლოებით 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა იგეგმება.
Wizz Air-ის ახალი ბაზა სწორედ იმ პერიოდში ეშვება, როცა მსოფლიოში ახალი ჰიგიენური ნორმების ერა დაიწყო. კომპანიამ ცოტა ხნის წინ მგზავრობის ახალი პროტოკოლი შეიმუშავა, რათა მაქსიმალურად დაიცვას მგზავრებისა და ეკიპაჟის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. ახალი ნორმების ფარგლებში ეკიპაჟი და მგზავრები ვალდებულნი არიან თან აუცილებლად ატარონ პირბადე და ხელთათმანები.
კომპანია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით იცავს და მიყვება ყოველდღიური დასუფთავების ნორმებს. ასევე, ბორტიდან სრულიად მოხსნილი იქნება ჟურნალები და მგზავრებს კომპანიის მხრიდან დაურიგდება ერთჯერადი სანიტარული ტილოები. ბორტზე წახალისდება, უკონტაქტო გადახდის მეთოდები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაღდი ფულით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები.
მგზავრებს ასევე მოეთხოება, დაიცვან ფიზიკური დისტანცირების ნორმები და შესყიდვები/რეგისტრაცია განახორციელონ ინტერნეტის საშუალებით, რათა თავიდან ავიცილოთ აეროპორტს შიდა გადაადგილებები და მჭიდრო ფიზიკური კონტაქტები.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, Wizz Air-ის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ზომების ახალი პროტოკოლის შესახებ: here
ბილეთის ყიდვისას Wizz Flex-ის დამატება მგზავრებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მხოლოდ 1 ევროდ გააუქმონ ან შეცვალონ გაფრენის დრო, თარიღი თუ მიმართულება.
Wizz Air-ი 28-ე ბაზისთვის ლარნაკაში, ასევე, ეძებს ამბიციურ და საინტერესო ახალგაზრდებს! დეტალური ინფომაციისათვის მიჰყევით ლინკს: here.
ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის გენერალური დირექტორი: „ ლარნაკას აეროპორტში 10 წლიანი წარმატებული და ნაყოფიერი ოპერირების, მოხარული ვარ, რომ ჩვენი ახალი ბაზა სწორედ აქ იქნება. დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, დიდია მოთხოვნა დაბალბიუჯეტურ მოგზაურობებზე. ლარნაკა კი ერთ-ერთი სწარაფ მზარდი, იაფი და საინტერესო ადგილია ჩვენი მგზავრებისთვის. ამ მიზეზით, ჩვენ მზად ვართ სიახლეები შევიტანოთ და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ლარნაკას მიმართულებით მოგზაურობა. ამასთანავე კი, შევინარჩუნოთ მაღალი სტანდარტები და ზედმიწევნით დავიცვათ ახალი ჰიგიენური ნორმები.
Wizz
Air-ი ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური მწარმოებელია ავიაინდუსტრიაში და ევროპაში
ყველაზე მაღალი ლიკვიდურობის პოზიცია გააჩნია. ჩვენ ვოპერირებთ ერთ-ერთი ყველაზე ახალგზარდა და ეკონომიკურად ეფექტური ფლოტით, რომელიც ყველაზე დაბალ გარემოსდაცვით კვალს ტოვებს გარემოზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მჯერა, რომ Wizz Air-ი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს
კვიპროსის ეკონომიკის განვითარებასა და ტურიზმის სექტორის
ზრდაზე.“