1-ელი ივნისიდან სტამბოლის კიდევ ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა “გრანდ ბაზარი იხსნება”. “გრანდ ბაზრის” დახურვის გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ COVID-19-ის პანდემიის ფონზე მიიღო და მან ფუნქციონირება 23 მარტიდან შეაჩერა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და თავად გამყიდველები მუშაობის დაწყებისთვის უკვე ემზადებიან. 

“ჩვენს “გრანდ ბაზარს” – ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის გულს, გარდა სტიქიური უბედურებებისა, არასოდეს დაუხურავს კარი”, განაცხადა “გრანდ ბაზრის” მართველი კომპანიის წარმომადგენელმა ფატიხ კურტულმუშმა. ის დარწმუნებულია, რომ მალე ბაზარი უცხოელი ტურისტებით აივსება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ტურისტებს ივნისის შუა რიცხვებიდან მიიღებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჰიგიენური ნორმების დაცვას. ვიმედოვნებ, რომ ივნისის ბოლოს სტამბოლს უცხოელი ტურისტების ეწვევიან და გვერდს ვერ აუვლიან “გრანდ ბაზარს”, აია-სოფიას ტაძარსა და ცისფერ მეჩეთს”, განაცხადა მან.