არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi ზრდის ფრენის სიხშირეს საქართველოს მიმართულებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ დაბი – ქუთაისი – აბუ დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.