სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთულ საჰაერო ნავსადგურად კიდევ ერთხელ აღიარეს. აეროპორტი 2023 წლის 9 მაისიდან 15 მაისამდე დღეში საშუალოდ 1419 რეისს მოემსახურა. ამის შესახებ ევროპული საჰაერო მიმოსვლის ოპერატორი Eurocontrol-ის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

აეროპორტ „სტამბოლს“ მოსდევს ამსტერდამის აეროპორტი ( დღეში 1325 რეისი), პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტი (1310 რეისი),ლონდონის ჰითროუ საერთაშორისო აეროპორტი (1287 რეისი) და მაინის ფრანკფურტის რაინ-მაინის აეროპორტი (1252 რეისი).

ევროპის ტოპ-10-ში მყოფი აეროპორტებიდან მხოლოდ სტამბოლის აეროპორტსა და ესპანეთის პალმა დე მაიორკას აეროპორტს ჰქონდათ 2019-ზე მეტი ფრენა 2023 წელს.

სტამბოლის აეროპორტი კვლავ მოხვდა ევროპის ტოპ აეროპორტებს შორის, ყოველდღიური ფრენების 24 პროცენტით ზრდით 2019 წელთან შედარებით და 20 პროცენტით 2022 წელთან შედარებით.