საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
გამოითქვა ორი ქვეყნის სპეციალისტების მიერ დაგროვილი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ასევე საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კოორდინაციის გაუმჯობესების მზადყოფნა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანიების კომერციული დაინტერესების შემთხვევაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს მათ საავიაციო ბაზრებზე დაშვებას.