ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში „პრაიმკლასის“ ლაუნჯი გაიხსნა.
ახალი სივრცე ბათუმში ჩამომფრენ მგზავრებს და ზღვისპირა ქალაქის სტუმრებს კომფორტულ, მყუდრო გარემოს და მაღალი კლასის სერვისებს შესთავაზებს.
ახალი ლაუნჯი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გახსნა.