ვილნიუსის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ტურისტული გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა. უკვე ცნობილია, რომ იანვრიდან გადასახადი €2 (ამჟამად €1) გახდება.
ტურისტული გადასახადი გროვდება დაჯავშნილ სასტუმროებში, ჰოსტელებში, აპარტამენტებსა და საცხოვრებლებში სპეციალური აგრეგატორების მეშვეობით. ტარიფი შედის განთავსების ობიექტების ტარიფში. შეგროვებული თანხით ლიეტუვის დედაქალაქის მიმზიდველობის გაძლიერების და ტურისტული პროექტების განვითარება იგეგმება.
გარდა ამისა, მომავალ წელს პალანგაში ტურისტული გადასახადი 2 ევრომდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული გადასახადი ვილნიუსში პირველად 2018 წელს შემოიღეს. ადრე ლიეტუვაში „ბალიშის გადასახადს“ აგროვებდნენ მხოლოდ საკურორტო ქალაქ ბირშტონასში, პალანგაში, დრუსკინინკაიში, ნერინგასა და კაუნასში.