დაახლოებით 850,000 ფრენა, რაც ამსტერდამსა და ევროპის 13 ქალაქს შორის მატარებლით 5,600 რეისის ეკვივალენტურია, შესაძლოა 203ო წლისთვის რკინიგზამ აიღოს საკუთარ თავზე.ასეთია ნიდერლანდების სატრანსპორტო პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტის (The Netherlands Institute for Transport Policy Analysis, KiM) უახლესი პროგნოზი.
2040 წლისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება დაახლოებით 1,6 მილიონ მგზავრამდე მარშრუტებზე ამსტერდამიდან ლონდონში, ბრისტოლში, ბირმინგემში, პარიზში, ბაზელში, ბრიუსელში, ბერლინში, ჰანოვერში, ჰამბურგში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, მიუნხენსა და კოპენჰაგენში.
KiM-ის შეფასებით, 2030 წლისთვის ამ მარშრუტებზე საჰაერო მგზავრობის 6% შეიცვლება სარკინიგზო მარშრუტებით, 2040 წლისთვის კი 10%-მდე.
ინსტიტუტის განმარტებით, პროგნოზი ეფუძნება მთავრობების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მენეჯერების და ოპერატორების გამოქვეყნებულ გეგმებს, მხედველობაში მიიღება „სხვადასხვა ცვლილებები“ სარკინიგზო მიწოდების სფეროში და გარკვეულ მარშრუტებზე ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურების რაოდენობის სამომავლო ზრდა.
მოხსენების ავტორები დასძენენ, რომ მგზავრების პროცენტი, რომლებიც საჰაეროდან რკინიგზაზე გადადიან, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუ მატარებლით მგზავრობის ღირებულება 20%-ით შემცირდება და მოიხსნება მულტიმოდალური ტრანსფერების შეზღუდვები Schiphol-ში.