ლიეტუვა და ლატვია ოფიციალურად შეთანხმდნენ სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენაზე. პირველი მატარებელი ერთი დედაქალაქიდან მეორეში 27 დეკემბერს გავა.
რეისებს ლიეტუვური სარკინიგზო გადამზიდავი LTG განახორციელებს. მარშრუტი კაიშიადორისის, სიაულიას, ჯონისკის და ჯელგავას გავლით. ჯერჯერობით უცნობია, რა სიხშირით იმოძრავებს მატარებლები. ჯერჯერობით ბილეთების რეალიზაცია არ დაწყებულა.
ახალი მარშრუტი არის Rail Baltica პროექტის ნაწილი, რომელიც გეგმავს რკინიგზით დააკავშიროს ბალტიის ყველა ქვეყნის დედაქალაქი და უზრუნველყოს კომუნიკაცია ევროპის სხვა ქვეყნებთან. პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება.