Lufthansa-მ ინტერნეტის ფასების განახევრება გადაწყვიტა. ეს ყველაფერი კი კონკურენციის გამო ხდება – მსხვილი ავიაკომპანიები, როგორიცაა Air Canada, Emirates, Turkish Airlines-იბორტებზე ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას იწყებენ. ამიტომ გერმანული ავიაკომპანია იძულებული გახდა ინტერნეტზე არსებული სატარიფო პოლიტიკისთვის გადაეხედა.

2024 წლის იანვრიდან Lufthansa-ს ფრენებზე ინტერნეტის ღირებულება 3 ევროდან დაიწყება. მინიმალური ფასი არის მათთვის, ვისაც შეტყობინებების გაცვლისთვის მხოლოდ მესინჯერებისჭირდება. თუ გსურთ ინტერნეტში სერფინგი, უნდა გადაიხადოთ 5 ევროდან 7 ევრომდე. ვიდეოების ყურების შესაძლებლობით სრული წვდომისთვის გადაიხდით 10-12 ევროს.

ავიაკომპანია მგზავრებს ინტერნეტზე უფასოდ წვდომის სერვისსაც შესთავაზებს, თუმცა ეს სერვისი მხოლოდ Lufthansa Miles & More ლოიალობის პროგრამის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Lufthansa-ს ფრენის დროს ინტერნეტი ხელმისაწვდომია Airbus A320 თვითმფრინავზე. ისინი ძირითადად ემსახურებიან ევროპულ ფრენებს საშუალო დისტანციებზე.