საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. 250-ზე მეტი უკრაინელი ტურისტი, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდნენ. პრემიერის გადაწყვეტილებით, ყველა უკრაინელი ტურისტი, ვინც სამშობლოში ვერ ბრუნდება, საქართველოს სასტუმროებში უსასყიდლოდ რჩებიან.
“საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედით, 24-ში უკვე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი. ჩავვარდით პანიკაში, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავით, უკრაინაში ფრენები აღარაა. გუდაურის სასტუმროს მენეჯერი დაუკავშირდა ტურიზმის ადმინისტრაციას და უკვე ადმინისტრაიცია დაგვეხმარა თბილისში სასტუროში განთავსებაში, უზრულველყოფილი ვიქნებით უფასო საცხოვრებლით და კვებით, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მგონია მხოლოდ ქართველი ხალხი გაგვიგებს ჩვენ ამ სიტუაციაში, თქვენ გესმით ჩვენი და მხარს გვიჭერთ და მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ამ მხარდაჭერისთვის და გასნაკუთრებით მადლობა ტურიზმის ადმინისტრაციას, ჩევნი ახლობლები უკრაინაში ჩვენზე მაინც არ ნერვიულობენ, აქ მშვიდობიანად ვართ.”- აცხადებს უკრაინელი ტურისტი ოლგა ბროვარნიკი.
უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ყურადღებას პირველივე წუთიდან არ აკლებს, უზრუნველყოფს როგორც საცხოვრისით, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.
უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.