არსებული NOTAM-ის ფონზე ბელორუსსა და საქართველოს შორის ავიაკომპანიებისთვის ფრენის დრო გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, მინსკი-თბილისის რეისის დრო დაახლოებით 1 საათით და 30 წუთით გახანგრძლივდა.

თუ კი აქამდე მინსკსა და თბილისს შორის რეისის შესრულებას ავიაკომპანია 3 საათსა და 10 წუთს ანდომებდა, დღეისათვის არსებული მარშუტის დაფარვას 4 საათსა და 45 წუთს ანდომებს. რაც შეეხება თბილისი-მინსკის მარშუტს ის საშუალოდ 1 საათით გახანგრძლივდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ავიაკომპანიები მარშუტს 3 საათში ფარავდნენ, დღეს კი ეს დრო 4 საათამდეა გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსსა და საქართველოს შორის რეგულარულ ფრენებს ბელორუსული ავიაკომპანია Belavia და ქართული ავიაგადამზიდავი Georgian Airways-ი ასრულებენ.