უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და ჩაკეტილი ცის ფონზე საქართველომ 1 კვირის განმავლობაში დაგეგმილი რეისების 8%-ი დაკარგა. როგორც ცნობილია, უკრაინის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაიკეტა, შესაბამისად,  არსებული NOTAM-ის ფონზე უკრაინაში/უკრაინიდან ფრენები შეჩერდა.  თუ კი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 240 რეისი სრულდებოდა, უკრაინიდან ფრენების შეჩერებით საქართველომ რეისების 8%-ი დაკარგა, რადგანაც კვირის განმავლობაში უკრაინასა და საქართველოს შორის 20 რეისი სრულდებოდა.

ფრენების შეჩერებასთან ერთად, შემცირდება საერთო მგზავრთნაკადის რაოდენობაც, რომელიც პანდემიის ფონზე აღდგენას იწყებდა. უკრაინა კი საქართველოსთვის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ჰაბი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდა ქონდათ დაგეგმილი, ამ ფონზე კი დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.