რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი სამარადან თბილისის მიმართულებით იწყებს ავიარეისებს. სამარა-თბილისი-სამარას მარშრუტზე Ural Airlines-ი ოპერირებას 1-ელ აპრილიდან დაიწყებს და კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს იფრენს.

სამარა-თბილისის მარშრუტზე ავიაბილეთის ფასი 95 ევროდან, ხოლო თბილისი-სამარას მარშრუტზე 120 ევროდან იქნება. ფასი მოიცავს ყველა მოსაკრებელს და 10 კგ ხელბარგს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მარშრუტზე გასულ წერს ფრენებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა.