ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება. მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა ბათუმში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, რაც ინვესტორი კომპანიის მფლობელებს შორის სამართლებრივ დავას უკავშირდებოდა.

პროექტის ინვესტორმა, კომპანია Tam Geo-მ აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი, ასევე წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა. 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით Tam Geo-ს  ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25  დოლარის  პირგასამტეხლო ერიცხება.

როგორც ცნობილია, Babillon Tower-ი თავისი შინაარსით იქნება მულტიფუნქციური კომპლექსია და გააერთიანებს მაღალი კლასის სასტუმროს, საცურაო აუზს, კაფე-ბარებს და რესტორნებს, ექსკლუზიურ აპარტამენტებს, კაზინოს, სავაჭრო ცენტრს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართებს.

გაწერილი გეგმის მიხედვით, Babillon Tower-ის მშენებლობაში, 2016 წლის ბოლომდე Tam Geo-ს 30 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ამ დროისათვის, შენობებთან დაკავშირებით საინვესტიციო ვალდებულების დაახლოებით ნახევარი უკვე განხორციელებულია. ინვესტორი აღნიშნავს, რომ პარტნიორებს შორის სამართლებრივი პროცედურები დასრულებული,.

Babillon Tower-ის მშენებლობის განახლების საკითხი და ინვესტორის მიერ წარდგენილი წერილები, თუ ახალი ვალდებულებები აჭარის მთავრობამ უკვე განიხილა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კომპანიის კრედიტორების მიერ მიმდინარეობს სააღსრულებო პროცესი. ეს პროცესი ამჟამად შეჩერებულია, სააღსრულებო ბიუროსა და სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილ პირების მიერ დანერგილი ახალ პრაქტიკაზე ჩამოუყალიბებლობის გამო. სარეგისტრაციო სამსახური რაიმე ვალდებულების ახალ მესაკუთრეზე გადატანას ვერ ახერხებს. ინვესტორის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცნობილი მარკის ფირმებთან, სხვადასხვა ფონდებთან და საფინანსო დაწესებულებებთან ინვესტირების საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საფონდო და საფინანსო ბაზრებზე წარმოებული მოლაპარაკებების დროს მათ წინსვლას ხელს უშლის სამშენებლო ვადებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების ჯერ კიდევ არარსებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინვესტორის განმარტებით, როგორც სასტუმრო და ასევე რეზიდენციის ნაწილი განთავსებულია ერთ კომპლექსში. სამშენებლო სამუშაოებიც წარიმართება საერთო დინამიკით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი, როგორც არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილთან, სანებართვო პირობებთან, ასევე ლოკაციასთან მიმართებაში, რომელიც განთავსებულია ტურისტულ ზონაში და სამუშაოები ხშირად ფერხდება ტურისტული სეზონის, ხმაურის დასაშვები დონის შეზღუდვის, სხვადასხვა ღონისძიებების აქტივობის შესაბამისად.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Tam Geo-ს შორის 2012 წელს დადებული კონტრაქტი მალე განახლდება და ახალი ვალდებულებების მიხედვით, Babillon Tower-ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. Babillon Tower-ში განთავსებული სასტუმრო 168 ნომერზე იქნება გათვლილი.