სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის სამუშაო დროის და ფრენის დროის ნორმების დამტკიცების შესახებ“ წესის პროექტი შეიმუშავა და რომელიც ავიაკომპანიების და ეკიპაჟის წევრებისათვის საჯარო განხილვაზე გამოიტანა.

პროექტი აუქმებს საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – სსიპ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №5 ბრძანებას „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმების დამტკიცების შესახებ“ და ადგენს საფრენოსნო, სამუშაო და საფრენოსნო-სამუშაო დროის ზღვარს (მაქსიმალური ნორმები), აგრეთვე დასვენების დროის ზღვარს (მინიმალური ნორმები), ეკიპაჟის წევრების გადაღლის თავიდან ასაცილებლად და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პროექტი შესაბამისობაშია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართით (ICAO Annex 6)გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და დეტალურად განსაზღვრავს ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, ექპლუატანტისა და ეკიპაჟის წევრების ვალდებულებებს, ასევე ეკიპაჟის წევრის რეზერვში ყოფნის, საკვებით უზრუნველყოფის, სააღრიცხვო მონაცემების შენახვის და სააგენტოში მოთხოვნისთანავე წარმოდგენის პირობებს. წესის ამოქმედება 2020 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

წესის პროექტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/publicconsultations.php

შენიშვნები და წინადადებები უნდა წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 14 მარტამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: flightstandards@gcaa.ge