Ural Airlines-ი ომსკი-თბილისის ავიარეისებზე უარს ამბობს. ავიაკომპანიამ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას ომსკიდან 6 საერთაშორისო მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვა ოფიციალურად სთხოვა. ავიაგადამზიდავი ომსკიდან რეგულარულ რეისებს გეგმავდა თბილისის, ყაზახეთის 3 ქალაქის და ყირგიზეთის 2 ქალაქის მიმართულებით.

თუმცაღა ავიაკომპანია Ural Airlines-მა მოულოდნელად საკუთარი განაცხადი უკან გამოიხმო. როგორც Ural Airlines-ში აცხადებენ, „ეს ნაბიჯი გამოწვეულია ავიაკომპანიის ეფექტიანობის გაზრდისთვის. რაც თავის მხრივ სამარშუტო ქსელის გაუმჯობესებია ნაწილია“.