მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის აეროპორტში ჩასულ ყველა მგზავრს ვაშლს ურიგებდნენ.

2 დღიანი აქციის მიზანი იყო, უცხოელებისათვის ადგილობრივი პროდუქციის ჩვენება და დაგემოვნებაა.

„აქციის მიზანი იყო ადამიანებში დადებითი განწყობის შექმნა, მათ გაღიმება და კარგი მოგონებების შექმნა. ტკბილი და არომატული ვაშლები მოყვანილია სულითა და გულით, რომლებიც დაარწმუნებენ სტუმრებს, რომ მოლდოვაში ისევ დაბრუნდნენ“, აცხადებენ აეროპორტში.

აეროპორტში ვაშლების დარიგების ინიციატორი ხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია Moldova Fruct-ი და კიშინიოვის აეროპორტის მმართველი კომპანია Avia Invest-ი.