მოგზაურები მთელი მოგზაურობის პერიოდში ოპტიმიზაციისთვის აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს. ამის შესახებ SITA-ს ანგარიშში Passenger IT Insights 2023-შია აღნიშნული, რომელიც თავის მხრივ 27 ქვეყანაში 6500 რესპონდენტის ონლაინ გამოკითხვას ეფუძნება.
ამგვარად, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის დაგეგმვისას მობილური აპლიკაციები უფრო სასურველი და მისაღები ხდება, ვიდრე ესა თუ ის ვებგვერდები. სხვათა შორის, 2019 წელს ტურისტების 77%-მა ისარგებლა web-ით, ხოლო მობილური მოწყობილობებით მხოლოდ 8%-მა. 2023 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად 70% და 22% იყო.
მოგზაურები ასევე აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიებს აეროპორტში ყოფნის დროს და ინტერმოდალური ტრანსპორტის ოპტიმიზაციისთვის, დასძენენ ექსპერტები.
გარდა ამისა, რესპონდენტებს სულ უფრო მეტად აინტერესებთ ტექნოლოგიები, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრად მოგზაურობას, მათ შორის ფრენის გზების ოპტიმიზაციას საწვავის მოხმარების შესამცირებლად. ამავდროულად, გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი დადებითად აფასებს ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ამგვარ გადაწყვეტილებებს, 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები განსხვავდება თითოეულ ეტაპზე, SITA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ „მგზავრები მიდრეკილნი არიან გამოიყენონ მობილური ტექნოლოგია მთელი მოგზაურობის განმავლობაში“.