თურქეთს მოგზაურობის, შესყიდვებისა და ფულდი გზავნილების გაკეთებისთვის ერთიანი Türkiye Kart ბარათი შემოაქვს.
ინოვაციის საპილოტე გამოცდა წარმატებით დასრულდა, განაცხადა ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ.
„Türkiye Kart შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ერთიანი ბარათი მგზავრობის, ფულადი გზავნილების, შესყიდვებისა და სხვა მრავალი საჭიროების გადასახდელად“, – აღნიშნა მინისტრმა.