ვენეციაში ტურისტული გადასახადი ერთდღიანი ტურისტებისთვის წელს უნდა შემოღებულიყო, თუმცა მისმა ძალაში შესვლამ 2024 წლისთვის გადაიწია.

ვენეციაში ჩასულ ტურისტებს აღნიშნული გადასახადის გადახდა სატესტო რეჟიმში ჯერ გაზაფხულ-ზაფხულზე შაბათ-კვირას მოუწევს. სატესტო რეჟიმის ამოწურვის შემდეგ კი გადასახადი ყველა სეზონზე იქნება აქტიური.

ახალი ტურისტული გადასახადი ქალაქში ტურისტების რაოდენობის შეზღუდვის საშუალებაა. აღნიშნულ გადასახადს აიღებენ მათგან ვინც ქალაქში დღის განმავლობაში (ღამის გარეშე) ჩერდება. თანხა – 3 ევროდან 10 ევრომდე – დამოკიდებული იქნება მოგზაურობის ხანგრძლივობაზე და „მაღალ სეზონზე“ . თუმცა სატესტო რეჟიმში გადასახადი იქნება ფიქსირებული – 5 ევრო.