ცნობილმა ამერიკულმა მაღაზიამ, რომელიც უპატრონო ბარგის გაყიდვაზეა სპეციალიზირებული, ონლაინ მაღაზია გახსნა. ამიერიდან ადამიანებს საშუალება აქვთ,  უიღბლო მოგზაურთა დაკარგული ნივთები სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ.

უპატრონო ბარგის უზარმაზარი კომერციული საწყობი ალაბამას შტატში მდებარეობს.ის ჯერ კიდევ 50 წლის უკან გაიხსნა.

უზარმაზარ 3700 კვ/მ ობიექტში უამრავი დაკარგული ჩემოდანი თუ ჩანთაა დასაწყობებული, რომლებიც აშშ-ს აეროპორტებში დაიკარგა და პატრონი არ გამოუჩნდა.  

არსებული პროტოკოლის მიხედვით, თუ კი დაკარგული ბარგი მგზავრმა 3 თვის განმავლობაში არ მოიკითხა, მაშინ ავიაკომპანია ვალდებულია ის სპეციალურ საცავში ჩააბაროს. საიდანაც ის საბოლოოდ საერთო დაკარგული ბარგის საწყობში ხვდება.