პანდემიის დროს მოგზაურობის დაგეგმვა არ გახლავთ მარტივი ამოცანა, მით უფრო მაშინ, როდესაც შეზღუდვები მოგზაურობაზე ყოველდღიურად იცვლება.

როგორც tourister.ge წერს, მოგზაურების დასახმარებალად, Skyscanner-მა, კომპანიამ, რომელიც ფრენის ფასების შედარების შესაძლებლობას გვაძლევს, შეიმუშავა ინტერაქტიული რუკა, რომელიც გვიჩვენებს მსოფლიოს რომელ კუთხეში შეგვიძლია ან არ შეგვიძლია გამგზავრება.

რუკის ინსპირაცია გახდა ბრიტანელი მოგზაურების კვლევა. 2,100-ზე მეტმა ბრიტანელმა კვლევაში დააფიქსირა, რომ არ იცოდა სად შეეძლო ან არ შეეძლო გამგზავრება.

“ადამიანებს უნდათ მოგზაურობა, მაგრამ მოთხოვნამ იკლო, რადგან ქვეყნებს შორის არ არსებობს შეთანხმება შეზღუდვებთან დაკავშირებით.” აცხადებს კომპანიის მარკეტინგისა და ბრენდინგის მმართველი. “ადამიანები ვერ ერკვევიან გართულებული შეზღდუვების რაობაში და მათ სჭირდებათ სანდო, გამჭვირვალე ინფორმაცია.”

Skyscanner-ის რუკა გვაძლევს საშუალებას მივუთით ჩვენი ადგილსამყოფელი. რუკა მწვანე ფერით ნიშნავს ქვეყნებს, სადაც გამგზავრება შეგიძლიათ მარტივი რეგულაციების ფონზე, ყვითლად  – შერეული რეგულაციების მქონე ქვეყნებს გაჩვენებთ, ხოლო სრულიად მიუწვდომელ ადგილებს წითლად.

“რუკა ასევე გვაწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კარანტინის აუცილებლობას და ეპიდ-ვითარებას ადგილზე. თუკი კონკრეტულ ქვეყანას დაადეთ თვალი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის და უმალვე მიიღებთ შეტყობინებას რეგულაციების ცვლილების თაობაზე”, აღნიშნულია tourister.ge-ს მიერ გამოქვეყებულ სტატიაში.