დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ახალ თვითმფრინავს გდანსკის აეროპორტში, აეროპორტის ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც Airbus A320neo აფრენისთვის ემზადებოდა.

აღნიშნული ავტომობილი თვითმფრინავისთვის წყლის მიწოდებას უზნრუნველყოფდა.

“ინციდენტის შედეგად არავინ არ დაზარალებულა. თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების შედეგი სერიოზულია, მძღოლი არც დაშავებულა ”, – განმარტეს გდანსკის აეროპორტში.

ავიაკომპანია Wizz Air-მა თვითმფრინავის შეცვლა მალევე მოახერხა და გლანსკი-სტოკჰოლმის რეისი ოდნავი დაგვიანებით შესრულდა.

A320neo უნგრული ავიაკომპანიის ფლოტში უახლოესი მოდელია. Wizz Air-მა აღნიშნული მოდელის საჰაერო ხომალდების მიღება 2020 წლიდან დაიწყო. 

აღნიშნული ტიპის ინციდენტებს შეუძლიათ საჰაერო ხომალდი ოპერირებას რამდენიმე კვირით ან თვეების განმავლობაშიც გამოთიშოს, რაც თავის მხრივ დაზიანების ხარისხზე და მისი აღმოფხვრის გზებზეა დამოკიდებული. გლნადსკის აეროპორტში შეჯახება 7 იანვარს მოხდა და ამ დროისათვის თვითმფრინავის დაზიანების სრული ხარისხი დადგენილი არ არის.