ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის Boeing 737-800-ის ფიუზელაჟის ნაწილი ფრენის დროს ჩამოვარდა, იტყობინება Associated Press.

ნაწილის დაკარგვა აღმოაჩინეს თვითმფრინავის ფრენის შემდგომი შემოწმების დროს მედფორდის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის სან-ფრანცისკოდან ჩამოვიდა. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, დაშვება ინციდენტის გარეშე მოხდა და არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე 139 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა და საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდა, რადგან ფრენის დროს დაზიანების ნიშნები არ არსებობდა.

მათ განმარტეს, რომ ფიუზელაჟის დაკარგული ნაწილი თვითმფრინავის ქვედა ნაწილში მდებარეობდა. ლაინერი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავირებით დაწყებულია გამოიება.