ჩინეთში, ჟეჟიანგის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში ლიშუის აეროპორტი შენდება. პროექტის დასრულდება 2024 წლის ბოლოს იგეგმება. ახალი აეროპორტი წელიწადში მილიონ მგზავრს მოემსახურება.
აეროპორტის დიზაინის პროექტის ავტორი ადგილობრივი სტუდია MAD Architects იყო. შენობა 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობს აერთიანებს და მისი სახურავი ჩიტის მსგავსი იქნება.
„სახურავი გაასწორებს სიმაღლეების განსხვავებას, რომელიც ამ მთიან მხარეში ას მეტრს აღწევს და ვიზუალურად აერთიანებს აეროპორტს მთებთან“, – აცხადებენ MAD-ის არქიტექტორები. „ჩვენ დავაპროექტეთ ეს სატრანსპორტო ობიექტი, როგორც სულიერი ადგილი რეგიონისთვის.
ტერმინალის შენობას ექნება მრუდი ფორმები და დასრულებული იქნება ხისგან. ორსართულიანი შენობის ცენტრში შემოთავაზებულია ფოთლის ფორმის წაგრძელებული ფანარი, რომელიც გახდება ბუნებრივი სინათლის წყარო.
პირველ სართულზე დაგეგმილია გამგზავრების ლაუნჯები, მეორე სართულზე კი მოსაცდელები ანტრესოლით. აეროპორტს აქვს მიწისქვეშა პარკინგი.
ლიშუი არის ბაღის ქალაქი და მისი აეროპორტის კონცეფცია ასევე უნდა განასახიერებდეს ბუნებასთან ერთიანობას“, – ამბობს არქიტექტურის სტუდიის დამფუძნებელი მა იანსონგი.