ავიაკომპანიები United Airlines-ი, American Airlines-ი და Singapore Airlines-ი აღიარებენ, რომ მათ სალონებში, სავარძლების უკან კამერებია დამონტაჟებული, – ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.

კამერების არსებობა შენიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც სინგაპურული ავიაკომპანიით მგზავრობდა. მოგვიანებით Singapore Airlines-მა აღიარა, რომ მათ ბორტზე კამერა მართლაც არსებობდა, რომელიც მწარმოებელმა დაამონტაჟა, მაგრამ მათ გათიშეს.

როგორც ირკვევა, მოწყობილობა მგზავრებს შორის ვიდეო ზარის განხორციელებისთვის იყო განკუთვნილი. კამერების მეშვეობით შესაძლებელია ჩანაწერების გაკეთებაც, “თუმცა ის მგზავრთა მეთვალყურეობისათვის არ გამოიყენება,” – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

American Airlines-ში აცხადებენ, რომ მათ სალონში განთავსებული კამერები მგზავრებს შორის კომუნიკაციის დამყარებისთვისაა, რაც ადასტურებს იმათ, რომ მათ ჩაწერის ფუნქციაც აქვთ.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერების გაკეთებისათვის კამერები არასოდეს გამოუყენებიათ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მსგავს ვიდეოკამერებს ბორტებზე Panasonic-ი და Thales-ი ამონტაჟებენ. ისინი მოთავსებულია მგზავრის სავარძლის უკან, ისეთ ლაინერებში როგორებიცაა Airbus 350 და A-380, Boeing 777-300ER და 787-10.