ავსტრალიელმა პითონმა დაახლოებით 15 ათასი კილომეტრი იფრინა შოტლანდიელი მგზავრის ჩანთით. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მგზავრმა, ის, რომ მის ჩანთაში გველი იყო მოთავსებული, მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიტყო მას შემდეგ რაც ჩანთა გახსნა და ფეხსაცმელში მოკალათებული პითონი აღმოაჩინა.
შოტლანდეილმა მოირა ბოქსალმა, რომელიც ავსტრალიაში დასასვენებლად იმყოფებოდა, გლაზგოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში დარეკა, მათ გველი დახმარების აღმოსაჩენად ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
გველმა მგზავრობისას კანის გამოცვლაც მოასწრო. გველი ლაქებიანი პითონი აღმოჩნდა, რომელიც ადამიანისთვის სახიფათო არ არის.
წყარო: netgazeti