2019 წელს საჰაერო ხომალდები ხშირად დააგვიანებენ ვიდრე 2018 წელს, – ასეთია კომპანია AirHelp-ის პროგნოზი.

AirHelp-ის მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მსოფლიოში 12 მლნ რეისი განხორციელდება დაგვიანებით, რაც 2 მლრდ-ზე მეტ მგზავრზე იქონიებს გავლენას.

AirHelp-ის პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს ავიაკომპანიებს კომპენსაციის გაცემა 11 მლნ მგზავრზე მოუწევთ. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 10 მლნ მგზავრი იყო.