ცნობილმა უფოლოგმა სკოტ უორინგმა საკუთარ საიტზე ვიდეოჩანაწერი განათავსა, რომელზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტია (ამო) აღბეჭდილი.

კადრები დიდი ბრიტანეთში, 2018 წლის ივნისის ბოლოსაა გადაღებული, თუმცა უფოლოგისათვის ის ხელმისაწვდომი 2019 წლის 23 თებერვალს გახდა.

ვიდეოში კარგად ჩანს ღრუბლების მიერ შექმნილი გვირაბი, ხოლო მისი გადიდებისას კადრებში უკვე ამო-ც ჩანს, რომელიც დიდი სისწრაფით გადაადგილდება.

როგორც უფოლოგი აცხადებს, მსგავს გვირაბებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები კამუფლიაჟისთვის ხშირად იყენებენ, რათა დედამისის მცხოვრებთათვის შეუმჩნეველნი დარჩნენ.