ამერიკული  მაღალრეიტინგული ტელესერიალის “Prison Break”-ის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა დომენიკ პარსელმა საქართველოში იმოგზაურა.  პოპულარულ ავსტრალიელ მსახიობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

დომენიკ პარსელს მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ისტორიული უბნები აჩვენა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების  შესახებ ესაუბრო.

დომენიკ პარსელს Instagram-ზე 1.3 მილიონზე მეტი  მიმდევარ ჰყავს.

“დომენიკ პარსელი საქართველოდან ძალიან პოზიტური ემოციით დატვირთული მიდის, მას ძალიან მოწონს საქართველო.  გამგზავრების შემდეგ ვფიქრობ ის ისაუბრებს იმ დადებითი ემოციების შესახებ, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობისას მიიღო.” -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.