2019 წლის იანვარში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. PMCG-ის ანალიტიკური ინფორმაციის მიხევით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის მცხეთა-მთიანეთში – 200 ლარი დაფიქსირდა.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში  225 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი მცხეთა-მთიანეთში – 324 ლარი დაფიქსირდა.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა იანვარში 481 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 600 ლარი შეადგინა, აჭარაში – 480 ლარი,  სამცხე-ჯავახეთში – 385 ლარი, ხოლო კახეთში – 285 ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი   საოჯახო  ტიპის  სასტუმროებში  გურიაში – 109 ლარი  დაფიქსირდა.