უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 105 სპეცრეისი განახორციელა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისები 19 მარტიდან 17 მარტამდე პერიოდში, 30 ქვეყნიდან შესრულდა. ავიაკომპანიამ უკრაინის მოქალაქეების რეპატრიაციისათვის ფრენები ისეთი მიმართულებებითაც განახორციელა, სადაც აქამდე რეგულარული რეისები არ ქონია. 

აღნიშნულ სპეცრეისებს SkyUp Airlines-ი საკუთარ ავიაპარკში მყოფი 11 თვითმფრინავიდან 10 საჰაერო ხომალდით მოემსახურა. 

“სპეცრეისები უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაკომპანიამ საკუთარი რესურსებით უზრუნველყო. ავიაბილეთის ფასი დადგენილი იყო ზოგადად ყველაზე დაბალი ტარიფი, რათა ავიაკომპანიას გაწეული ხარჯის დაფარვა შეძლებოდა”, – აცხადებენ SkyUp Airlines-ში. 

ცნობისათვის, SkyUp Airlines-მა 105 სპეცრეისით უკრაინაში 18.7 ათასი ადამიანი დააბრუნა, ხოლო უკრაინიდან სხვადასხვა მიმართულებეით კ 2.1 ათასი მგზავრი გაიყვანა.