უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციამ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Bees Airline-ს, ფლოტის დაკარგვის გამო, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაუუქმა.

ავიაკომპანიამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2021 წლის 12 მარტს მიიღო და პირველი რეისი 2021 წლის 18 მარტს შეასრულა.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის ფონზე, 2022 წლის 15 თებერვალს Bees Airline-მა განაცხადა, რომ სალიზინგო კომპანიების მოთხოვნით იძულებული გახდა თავისი ყველა თვითმფრინავი საზღვარგარეთ გაეყვანა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ავიაკომპანიის ბალანსზე ოთხი სამგზავრო ლაინერი ირიცხებოდა. 2022 წლის ივნისში ყველა თვითმფრინავი მეიჯარესთან დაბრუნდა.

Bees Airline-ის ფლოტი შედგებოდა ოთხი Boeing 737-800 NG-ისგან. შპს Biz Airline-ის მთავარი მფლობელი არის ბიზნესმენი სერგეი სმირნი (90%), რომელიც ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო კომპანიას.

24 თებერვლიდან ავიაკომპანია ფრენებს არ ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის შემოღებისა და საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო.

აღსანიშნავია, რომ ომამდე Bees Airline აქტიურად ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზეც და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.