უკრაინის ავიაბაზარს კიდევ ერთი ავიაკომპანია შეემატა. Dream Wind-ის ავიაპარკში ამ დროისათვის 2 თვითმფრინავია. რეესტრის თანახმად Dream Wind-ზე რეგისტრირებული ორი Boeing 737-300-დან ერთი 1990 წელსაა გამოშვებული, ხოლო მეორე 1991 წელს. შესაბამისად თვითმფრინავების ასაკი 27-28 წელია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმირ ომელიანმა ცოტა ხნის უკან განაცხადა, რომ 2019 წლისთვის ის უკრაინული ავიაკომპანიების რეესტრში ყველაზე „ასაკოვანი“ თვითმფრინავი 20 წლის იქნება.