უკრაინულმა ავიაგადამზიდავმა SkyUp Airlines-მა ავიაპარკის განვითარების განახლებული გეგმა გაასაჯაროვა.

როგორც ირკვევა, SkyUp-მა მიმდინარე წლის ბოლომდე ავიაპარკი კიდევ ოთხი ერთეული Boeing 737NG-ით, ორი ერთეული – Boeing 737-800-ით და ორზე მეტი Boeing 737-700-ით უნდა შეავსოს.

ასევე SkyUp Airlines-ის გეგმაშია ორი ერთეული Аirbus A330-ს დამატება სველი ლიზინგით. აღსანიშნავია, რომ ავიაკოპანიას სველი ლიზნგით ერთი А330 უკვე ყავს და ის ეგვიპტური Air Leisure-ს საკუთრებაა.

თუ კი SkyUp-ი გეგმას წარმატებით განახორციელებს, მაშინ ის ქვეყანაში სიდიდით მესამე ოპერატორი გახდება FlyUIA-სა და Azur Air Ukraine-ს შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ არსებული ორი ბორტით ავიაკომპანია არარეგულარულ რეისებს უკვე ასრულებს საქართველოს, თურქეთის, ტუნისის, ეგვიპტის, ალბანეთის და მონტენეგროს მიმართულებით.

2019 წლისთვის ავიაკომპანია კიდევ 3-4 Boeing-ის დამატებას გეგმავს.