ეკონომ კლასში ყველაზე კომფორტული სავარძლები Japan Airlines-ს აქვს. Skytrax-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, რომელიც 2018 წლის მონაცემებზეა აგებული, Japan Airlines-ი ამ მხრივ პირველ ადგილზეა. როგორც ირკვევა, იაპონური ავიაკომპანიის მგზავრები, ეკონომ კლასში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, ვიდრე სხვა ავიაკოპანიების ეკონომ კლასის მგზავრები. როგორც ირკვევა, სალონში Japan Airlines-ის მგზავრებს ფეხის გაშლაც კი შეუძლიათ.