ევროპის უმსხვილეს „ლოუკოსტერს“ Ryanair-ს 2019 ფინანსური წლის პირველ კვარტალში მოგება 20%-ით შეუმცირდა. აღნიშნულის მიზეზად კი საშუალო ტარიფების 4%-ით გაიაფება სახელდება, რაც თავის მხრივ ბაზარზე მაღალი კონკურენციით იყო განპირობებული.
Ryanair-ში მოგების შემცირების ერთ-ერთი მიზეზად ასახელებენ ასევე პროფკავშირების ნეგატიურ გავლენას, მათ შორის თანამშრომელთა გაფიცვების წახალისებას. როგორც ცნობილია წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გაფიცვაა დაგეგმილი.
2019 წლის ფინანსური წლის სამი თვის მონაცემების მიხედვით, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, კომპანიის სუფთა მოგება 397,1 მლნ ევროდან 318,5 მლნ ევრომდე შემცირდა.
რაც შეეხება კვარტალურ შემოსავლებს, ის 9%-ით, 2,08 მლრდ ევრომდე გაიზარდა.
აპრილ-ივნისში ავიაკომპანიამ 37,6 მლნ მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.