უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო და თვითმფრინავები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდნენ. როგორც AviaNews-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია Bees Airline-ს კიევი-ბათუმის რეისი ქუთაისში დაეშვა, ასევე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ის თელ ავივი ბათუმის რეისიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

ამ დროისათვის ძლიერი ქარია თბილისშიც.