უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – FlyUIA-მ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 1,08 მლრდ გრივნას წმინდა მოგება მიიღო. იმავდროულად EBITDA  დაფიქსირდა 2,7 მლრდ გრივნას დონეზე.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ეფექტი უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია 2021 წლის მე-3 კვარტალში საჰაერო ტრანსპორტის მაღალი სეზონურობით და იმით, რომ ამ პერიოდში ფინანსური მაჩვენებლები ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე სხვა კვარტალებში. ობიექტურად, 2021 წლის ზაფხულში 2020 წელთან შედარებით სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლები გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებამ და ტურისტებისათვის სავალდებულო კარანტინის მოხსნამ. ასევე ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის ზრდამ.

თუმცა, გარდა მნიშვნელოვანი სეზონური ფაქტორისა, მე-3 კვარტლის დადებით ეფექტზე გადამწყვეტი გავლენა იქონია არაერთმა სხვა ეკონომიკურმა ფაქტორმაც.

გარდა ამისა, FlyUIA აგრძელებს სისტემატურ მუშაობას Covid-19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ფრენებისთვის თანხების დასაბრუნებლად. კერძოდ, 2021 წლის 10 თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ მგზავრებს 32 მილიონ დოლარზე მეტი დაუბრუნა. ზოგადად, პანდემიის პირობებში, კრიზისულ პირობებში მუშაობის მიუხედავად, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის 31 ოქტომბრამდე კომპანიამ უზრუნველყო 56 მილიონ აშშ დოლარზე მეტის დაბრუნება.