Mena Aerospace Group-მა ბიზნეს ავიაციის განყოფილების მუშაობა შეაჩერა და სატვირთო განყოფილება აამოქმედა, რადგანაც მიიჩნევს, რომ დღეს სატვირთო მიმართულება უფრო პერსპექტიულია.

ბაჰრეინის ოპერატორმა ოპერირება Boeing 737-300F-ით დაიწყო და ასევე პორტუგალიური Euro Atlantic Airways-გან სველი ლიზინგით B-777-200ER და B-767-300ER აიღო.

აღსანიშნავია, რომ B-737 -ის პირვანდელი ოპერატორი ამერიკული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი იყო, ხოლო მის სატვირთო ლაინერად გადაკეთება კომპანია Pemco-ს მიერ განხორციელდა. 

Mena Aerospace-ს ბიზნესის მართვის დირექტორი ბრაიან ხოგანი განმარტავს, რომ იგეგმება ავიაპარკის 3 ან 4 ერთეული Boeing 737-800F-ით შევსება.

მანვე ასევე განაცხადა, რომ კომპანიას ესაჭიროება დამატებითი თვითმფრინავებიც ესაჭიროება, თუმცა პანდემიის დროს სატვირთო თვითმფრინავებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის გამო, მათი მოპოვება რთულია.